03 მაისი 2024,   06:27
ვრცლად
"ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო სიგნალი"- გომელაური

ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში გრძელდება. დელეგაციამ ბათუმში უკვე დაათვალიერა სანაპირო დაცვის ხომალდები. დღეს საბჭოს წევრებს შეხვედრები აქვთ დაგეგმილი ქვეყნის პირველ პირებთან. დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებსა და საქართველოს პრეზიდენტს შეხვდება და დღის ბოლოს საქართველოში ვიზიტს შეაჯამებენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის შეფასებით, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო სიგნალი.

დღის ამბები