07 მაისი 2024,   04:31
ვრცლად
ნოდარ მელაძემ პროკურატურის შენობა დატოვა

ნოდარ მელაძემ გენერალური პროკურატურა ცოტა ხნის წინ დატოვა. ტელეკომპანია "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქმით, საგამოძიებო უწყებაში მას გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, რის გამოც გამოკითხვის დეტალებზე მედიასთან ვერ ისაუბრა. მელაძის განცხადებით, გამოკითხვა მის "რუსთავი 2-ში" მუშაობის პერიოდში გაცემულ ბონუსებს ეხებოდა. 

 როგორც მელაძემ პროკურატურიდან გამოსვლის მერე განაცხადა, ძალოვანი უწყების მიზანი ნიკა გვარამიას დაკავება და "მთავარი არხის" გაჩუმებაა, თუმცა ეს არ მოხდება...

"რომ გითხრათ, რომ ბევრი რამე ვუთხარი პროკურატურას ვერა იმიტომ, რომ რამდენიმე კითხვა იყო დასმული.კითხვები ეხებოდა ძირითადად რა პრინციპით გასცემდა ნიკა გვარამია ადამიანებზე ბონუსებს.მრჩება განცდა, რომ ამ პროცესების მიზანი ნიკას დაჭერა,"-აცხადებს ნოდარ მელაძე.

"პროკურატურის მიზანი არის, გვარამიასთვის თავისუფლების აღკვეთა რათა მოხდეს "მთავარი არხის" განეიტრალება,"- ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

 შეგახსენებთ, რომ საქმე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ტელეკომპანა "რუსთავი 2-ის" კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების  მითვისებას ეხება. ასევე საუბარია ქონების მოჩვენებითი გარიგებით გადამალვაზე.

დღის ამბები