08 მაისი 2024,   07:52
ვრცლად
საქმის მთავარი მოწმეები საზღვარგარეთ გამოიკითხნენ... ბრალდების მხარემ ამ მტკიცებულებების ამორიცხვა მოითხოვა - ზვიად კორძაძე

"ამ საქმის მთავარი მოწმეები გამოკითხულ იქნა საზღვარგარეთ, ისინი იქ ცხოვრობენ, შესაბამისი საპროცესო კოდექსის დაცვით და ბრალდების მხარემ მოითხოვა ამ მტკიცებულებების ამორიცხვა" - ეს განცხადება ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ გააკეთა.

საუბარია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე, რომლებსაც გამოძიება ფულის გათეთრებას ედავება. ადვოკატის თქმით, პროკურატურას მოპოვებული მტკიცებულებები სრულად უქარწყლებს იმ ბრალდებას, რომელიც საქმეში აქვს წარმოდგენილი. ზვიად კორძაძის განცხადებით, თუ სასამართლო შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებს, ამით დაცვის მხარის უფლება სრულიად შეიზღუდება.  

"ამ საქმის მთავარი მოწმეები გამოკითხულ იქნა საზღვარგარეთ, ისინი იქ ცხოვრობენ, შესაბამისი საპროცესო კოდექსის დაცვით და ბრალდების მხარემ მოითხოვა ამ მტკიცებულებების ამორიცხვა,“ - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ბრალდების მხარის განცხადებით, მხარეს, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არ აქვს უფლება, საზღვარგარეთ მოიპოვოს მტკიცებულებები. პროკურორის თქმით, სასამართლომ არ უნდა დაუშვას საქმეში დაცვის მხარის ის შუამდგომლობა, რომელიც საზღვარგარეთ არის მოპოვებული.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაცვის მხარემ არასწორად მიუთითა ის ნორმა, რომელიც მიუთითა. მიგვაჩნია, რომ არ აქვს მხარეს უფლება საზღვარგარეთ, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით, მოიპოვოს მტკიცებულება, ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, დაცვის მხარის ინტერპრეტაცია არასწორია, დაუსაბუთებელია და მიგვაჩნია, რომ სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს ჩვენი შუამდგომლობა“ - განაცხადა პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა.

 

დღის ამბები