15 ნოემბერი 2019,   13:46
ვრცლად
"დაძაბულობა საოკუპაციო ხაზთან უნდა განიმუხტოს" - ევროკავშირის ელჩი საქართველოში

"დაძაბულობა საოკუპაციო ხაზთან უნდა განიმუხტოს" - როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, პარტნიორები განაგრძობენ ძალისხმევას, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდინარე მოვლენები დასტაბილურდეს. კარლ ჰარცელის თქმით, ევროკავშირი ღრმად არის ჩართული კონფლიქტების დარეგულირების საქმეში.

"მე უნდა ვესაუბრო კონფლიქტების საკითხში კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში იქ იყო დაძაბულობა, რომელიც უნდა განიმუხტოს. ჩვენ ასევე, ვმუშაობთ კონფლიქტურ ზონებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. გვაქვს ბევრი პროექტი გაეროსთან ერთად. უნდა გავაგრძელოთ ეს მუშაობა და იცით, რომ ჩვენ გვაქვს პრინციპული პოზიცია კონფლიქტებთან დაკავშირებით,"- განუცხადა ჟურნალისტებს კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები