16 ნოემბერი 2019,   05:30
ვრცლად
"კურიერმა" თელავში მომხდარი დაჭრის დეტალები გაარკვია

"კურიერისთვის" თელავში მომხდარი დანაშაულის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, ჩხუბი მეგობრებს შორის სუფრაზე მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მასპინძელმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისიდნ ჩასული ორი მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა.

შემთხვევა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მოხდა. დაზარალებულებს ჭრილობები ყელისა და მუცლის არეში აქვთ მიყენებული. ორივე თელავის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბრალდებული დაკავებულია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.

დღის ამბები