27 აპრილი 2024,   02:59
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია სამი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში მსხვერპლით დასრულდა. წნორის გზაზე ტრაილერისა და მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი.

ექიმ ელდარ ბაღათრიშვილის ინფორმაციით, მძიმე მდგოამრეობაშია ერთი მამაკაცი.

"მდგომარეობა ერთი დაშავებულის მძიმეა, აღენიშნება ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, კისრის მეექვსე და მეშვიდე მალების მოტეხილობა, ცხვირის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას აღენიშნება სხეულის მრავლობითი ზედაპირული ტრავმები, ასევე მხრის ძვლის მოტეხილობა და ამოვარდნილობა, გაწეულია გადაუდებელი დახმარება. ორივე პარიენტი ამჟამად იმყოფება სტაციონარში,“ -აღნიშნა ექიმმა.

ავარია მოხდა თელავშიც, სოფელ კონდოლთან. დაშავებულია 4 ახალგაზრდა, აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა უმძიმესია.

დღის ამბები