20 ნოემბერი 2019,   00:09
ვრცლად
ნავალნის ფონდთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში ჩხრეკა ჩაატარა

რუსეთის პოლიციამ პუტინის ოპოზიციის ლიდერის - ალექსეი ნავალნის ფონდთან დაკავშირებულ ორგანიზაციებში ჩხრეკა ჩაატარა.

რეიდი რუსეთის 30 რეგიონში ერთდროულად დაიწყო. ჩხრეკა ფინანსურ დანაშაულებში ნავალნის ფონდის შესაძლო მონაწილეობას უკავშირდება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციური ფონდი ფულის გათეთრებასა და არალეგალურ მიღებაში არაერთხელ დაადანაშაულა. ოპოზიცია რეიდებს ფონდის დაშინების მცდელობად განიხილავს.

დღის ამბები