20 ნოემბერი 2019,   01:17
ვრცლად
ჭიათურის მაღაროში დაღუპული 29 წლის ახალგაზრდის ოჯახი ტრაგედიის მიზეზების დადგენას ითხოვს

ჭიათურის მაღაროში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 29 წლის ახალგაზრდას სატვირთო ვაგონი დაეჯახა.

იმაზე, რომ მაღაროებში  შრომის უსაფრთხოება დაცული არ არის და ადამიანების ჯანმრთელობისთვის საშიში პირობებია, წლებია მთელი საქართველო საუბრობს, თუმცა ასევე წლებია შედეგი არ ჩანს.

სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, მაღარო, სადაც გუშინ 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი დაიღუპა, გამოძიების დასრულებამდე დაიხურება. სამი სამინისტროსგან დაკომპლექტებულმა კომისიამ ახალგაზრდა კაცის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე ვერ დაადგინა.

დარკვეთის მაღაროში თანამშრომლებისთვის შეუსაბამო პირობების შესახებ დიდი ხანია საუბრობენ ადგილობრივი პროფკავშირების წარმომადგენლები და თანამშრომლები. მათი განმარტებით, მაღაროში არ არის დაცული არც უსაფრთხოების ნორმები და სამუშაოებიც დარღვევებით სრულდება.

კონკრეტული მიზეზის გარკვევა, თუ რა მოხდა გუშინ ღამით დარკვეთის მაღაროში და რამ გამოიწვია ტრაგედია -  ეს არის დაღუპული მაღაროელის ოჯახის მოთხოვნა. 

დღის ამბები