27 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
"მერია ყველაფერს გააკეთებს, რომ დაზარალებულებს ზარალი აუნაზღაურდეთ"- კალაძე სანზონაში მომხდარ აფეთქებაზე

გურამიშვილის გამზირზე შემთხვევის ადგილზე კახი კალაძე მივიდა. თბილისის მერის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა დაზარალებულ მოსახლეობას ზარალი აუნაზღაურდეს.

"როგორც კი ლაბორატორია და სამხარაული გვეტყვის ისეთი კონკრეტული ადგილების შესახებ, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს, სადაც შესაძლებელია შესვლა, დავიწყებთ ადამიანების გადაყვანას და დაბრუნებას საცხოვრებელ სახლებში. დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაზარალებულებს ზარალი აუნაზღაურდეთ,"- განაცხადა კახი კალაძემ.

​აფეთქების ადგილზე იმყოფებიან ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში და ასევე რაიონის გამგებელი.

"მაქვს იდეა, რომ ​უნდა მოხდეს კოორდინაცია ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ინფორმაციულად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არამარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებსაც აზიანებს,"-ამბობს პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილი.

"მინიმუმ ერთი კვირის ვადით კორპუსი გამოუსადეგარია საცხოვრებლად და მოგვიწევს მოსახლეობის გამოყვანა, ძირითადი პრობლემები აქვს მესამე-მეოთხე სართულებს, ყველა მათგანს გადავიყვანთ სასტუმროებში,"-აცხადებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე. 

დღის ამბები