27 აპრილი 2024,   02:30
ვრცლად
"რუსეთი ოკუპანტია" - არშემდგარი საპროტესტო აქცია ნატახტარში, რომელიც პოლიციასა და აქტივისტებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

ოკუპაციის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია პოლიციასა და აქტივისტებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ატოცში მიმდინარე პროცესების გასაპროტესტებლად ნატახტარში მოძრაობა "შეცვალეს" წევრები ჩავიდნენ. 

მათ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის საპროტესტო მსვლელობით გადაკვეთა სურდათ. აქციის მონაწილეების მიზანი საკუთარი პროტესტის, ლარსი-თბილისის მიმართულებით, რუსული სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომანქანების ფლობელებამდე მიტანა იყო. მაგისტრალზე მოძრაობის გადაკეტვის უფლება აქტივისტებს პოლიციამ არ მისცა. 

"გვინდოდა გაგვეკეთებინა აქცია, გადავსულიყავით და გადმოვსულიყავით რამდენჯერმე საქართველოს დროშებით, ბანერებით, სადაც წერია, რომ რუსეთი ოკუპანტია, რომ ოცნება არის კოლაბორაციონისტი მთავრობა და რომ ოკუპაცია გრძელდება. პოლიციამ არ მოგვცა ამის საშუალება, ვინაიდან მათ აქვთ ეს ბრძანება. ხალხი ატ უნდა იყოს ინფორმაციულ ვაკუუმში, არც ჟურნალისტებს, არც სამოქალაქო აქტივისტებს არ უშვებენ სოფელ ატოცში," - განაცხადა ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობა "შეცვალეს" წევრმა ნიკა ფარულავამ.

დღის ამბები