27 აპრილი 2024,   06:19
ვრცლად
გლდანში ერთ-ერთ კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად 4 ახალგაზრდა გოგონა მოიწამლა

გაზით ინტოქსიკაციის შემთხვევა თბილისში. ცოტა ხნის წინ გლდანში, "ბეთლაივის“ ერთ-ერთ კაზინოში, გაზის გაჟონვის შედეგად 4 ახალგაზრდა გოგონა მოიწამლა.

ოთხივე მოწამლული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ისინი მუხიანში, "ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში" მოათავსეს. როგორც ექიმი აცხადებს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"დაახლოებით ჩვენს კლინიკაში, სამი საათის წინ შემოყვანილი იქნა პაციენტები სასწრაფოს ბრიგადის მიერ. შემოსვლისას, პაციენტთა მდგომარეობა შეფასდა საშუალო სიმძიმის, აღენიშნებოდათ გულის რევა, საერთო სისუსტე, თავის ტკივილი. ჩატარებული იქნა გადაუდებელი პროცედურები, ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპისთვის, პაციენტთა მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მიმდინარეობს დინამიკაში დაკვირვება," - განაცხადა ექიმი.   

დღის ამბები