07 დეკემბერი 2019,   18:08
ვრცლად
"წულუკიანი რუსეთიდან მოაბრუნებს სუმბაევს?" - ადვოკატის მტკიცებით, ქართულ მხარეს ჰაკერის ექსტრადირების უფლება არ ჰქონდა

რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის ადვოკატმა ვანო ნორაკიძემ ექსტრადირების გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სუმბაევის დაცვის მხარე იუსტიციის სამინისტროსგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო. იურისტის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსი ჰაკერის ექსტრადიცია დროებით უნდა შეჩერებულიყო. 

"ახლა ჩვენ შეგვაქვს სააპელაციო საჩივარი და ძალიან მაინტერესებს, სააპელაციო სასამართლომ, დავუშვათ და მიიღო საქმე წარმოებაში და გაათავისუფლა სუმბაევი საექსტრადიციო პატიმრობიდან, რას აპირებს ქალბატონი წულუკიანი, რუსეთიდან დააბრუნებს სუმბაევს და იტყვის, რომ უკანონო იყო ის გადაწყვეტილება?"- განაცხადა ადვოკატმა ვანო ნორაკიძემ.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი ბექა ძამაშვილი აცხადებს, რომ მეორე მხარე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას მალავდა. მისი თქმით, ევროპულმა სასამართლომ შეაფასა არასათანადო მოპყრობისა და წამების რისკები რუსეთში და მიიჩნია, რომ ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება არ არსებობდა. 

შეგახსენებთ, რომ რუსი ჰაკერის, იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადაცია დღეს განხორციელდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები