27 აპრილი 2024,   09:13
ვრცლად
ქუთაისში ქართველი რეჟისორის და საზოგადო მოღვაწის გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა

ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, ქართველი რეჟისორის და საზოგადო მოღვაწის გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. დაფა ლორთქიფანიძის დედისეულ სახლზე განთავსდა, სადაც ის ათი წელი ცხოვრობდა.

ღონისძიებას რეჟისორის მეუღლე ქეთი კიკნაძე და ოჯახის წევრები ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მსახიობებთან ერთად  დაესწრნენ. ქეთევან კიკნაძის თქმით, ეს დღე როგორც ტკივილიანი, ასევე სასიხარულოა, რადგან ქუთაისში გიგა ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა.

"მას ქუთაისი განსაკუთრებულად უყვარდა. მან აღადგინა ქუთაისის თეატრი და პირველად დადგა სპექტაკლი "ტარიელ გოლუა"- აღნიშნა ქეთი კიკნაძემ. მემორიალური დაფა ქუთაისის მერიის და იმერეთის გუბერნიის მხარდაჭერით განთავსდა.   

დღის ამბები