27 აპრილი 2024,   08:38
ვრცლად
სამ რეგიონში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს - ოპოზიცია სახელისუფლებო რესურსის გამოყენებაზე საუბრობს

ლაგოდეხში საარჩევნო უბნებთან მმართველი პატიის კოორდინატორები დგანან. ოპოზიციური პარტიების წევრების ინფორმაციით, ხელისუფლება ამ შუალედური არჩევნების ყველა მეთოდით მოგებას ცდილობს და უბნებთან კოორდინატორების კონტროლის გარდა, არჩევნებში სრულად ჩართულია ადმინისტრაციული რესურსი.

ლაგოდეხის არჩევნების დარღვევებზე საუბრობს არასამთავრობო სექტორიც. "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი" არჩევნებს სამივე რეგიონში დღეს დილიდან აკვირდება. 

მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს კენჭისყრა მარტვილის რაიონში. კიწიის თემში მხოლოდ "ქართული ოცნების" კანდიდატი მონაწილეობს. 

ასევე ოპოზიციის კანდიდატის გარეშე მიმდინარეობს კენჭისყრა ადიგენის რაინში. შუალედურ არჩევნებში აქ მხოლოდ ერთი, სახელისუფლებო კანდინატი მონაწილეობს. .

ცენტრალური საარჩევნო კომისიის - 15:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ ლაგოდეხში - 41.8, ადიგენში- 41.6, მარტვილში კი - 35.5% შეადგინა. ცესკოს სპიკერის განცხადებით, პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

შუალედური არჩევნები ადიგენში, ლაგოდეხსა და მარტვილში 7 საარჩევნო უბანზე იმართება. საარჩევნო უბნები ორ საათში დაიხურება. საკრებულოში საკუთარი წარმომადგენელი სამივე თემში 6.798 მოქალაქემ უნდა აირჩიოს.

დღის ამბები