27 აპრილი 2024,   05:40
ვრცლად
აშშ-მ თურქეთს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ახალი სანქციები დაუწესა.გადაწყვეტილება კონგრესმა მიიღო. ტრამპი ვალდებულია შეზღუდვები ყველა იმ პირს დაუწესოს, ვინც ანკარის მიერ სირიაში ჩატარებულ სამხედრო ოპერაციასთანაა დაკავშირებული. სანქციების დაწესების მეორე მიზეზი თურქეთის მიერ რუსეთისგან საზენიტო დანადგარების შეძენა გახდა. კონგრესმა, ასევე თურქების მხრიდან სომხების გენოციდი აღიარა და შესაბამისი რეზოლუცია მიიღო. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონგრესის გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.

დღის ამბები