27 აპრილი 2024,   01:09
ვრცლად
ანაკლიის პროექტის პრობლემები და პერსპექტივა - კონსორციუმის დირექტორის 4 საათიანი საპარლამენტო მოსმენა

ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი დღეს პარლამენტში სამპუნქტიანი გეგმით მივიდა. 3 კონკრეტული წინადადებით, რომლის განხორციელებაც, ლევან ახვლედიანის აზრით, პროექტს გადაარჩენს. დეპუტატები კონსორციუმის დირექტორს 4 საათის განმავლობაში უსმენდნენ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მოლოდინის მიუხედავად, დღეს არ გასაჯაროებულა იმ პოტენციური ინვესტორი კომპანიების ჩამონათვალი, რომლითაც, შესაძლოა, "მერიდიანი"  ჩანაცვლდეს.

კონსორციუმის ხედვით, პროექტი რომ გადარჩეს, ინვესტორების მხარდაჭერის გარდა, საქართველოს მთავრობამ სხვა ღრმაწყლოვან პორტებში ინვესტირებით ან სახელმწიფო რესურსების გამოყენებით კონკურენცია არ უნდა გაუწიოს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს.

მ​ესამე პუნქტი გულისხმობს ახალ ფინანსურ საგარანტიო მექანიზმს მთვარობის მონაწილეობით. 3 პუნქტიანი გეგმა, რომელიც კონსორციუმმა დღეს გაასაჯაროვა, ლევან ახვლედიანის თქმით, მთვარობას მან ზაფხულში გააცნო.

4 საათიან საჯარო განხილვაზე ყველაზე მეტი შეკითხვა სესხის გადახდის 150 მილიონიანი საგარანტიო მექანიზმზე დაისვა. დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად, საკითხით "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები და აკაკი ზოიძე დაინტერესდნენ. ის ერთადერთი იყო, ვინც შეხვედრაზე უმრავლესობას წარმოადგენდა. განხილვაში არ მონაწილეობდა "ნაციონალური მოძრაობა".

ინფრასტრუქტურის სამინისტროდან შეხვედრას არავინ დასწრებია. უწყებას განმარტება არც კონსორციუმის სამპუნქტიან შეთავაზებაზე გაუკეთებია.

დღის ამბები