04 აპრილი 2020,   19:37
ვრცლად
"ლელო" არის ადგილი, სადაც ადამიანები იდეის გარშემო იკრიბებიან" - ხაზარაძემ მოძრაობის 12 ახალი წევრი წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" კიდევ თორმეტი ახალი წევრი წარადგინა.

დღეს საზოგადოებრივი მოძრაობის ახალი წევრი იურისტი თორნიკე ჩიქოვანიც გახდა, რომელიც ხაზარაძის თქმით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას ხელმძღვანელობდა.

ჩიქოვანის გარდა, "ლელოს" წევრები იქნებიან:

ფარმაცევტი გოგიტა დათუკიშვილი, ფერმწერი და თოჯინების თეატრის ყოფილი თანამშრომელი მარინა მამუჩაშვილი, წარმოების მენეჯმენტის სპეციალისტი გიორგი ზურებიანი, არქიტექტორი ალექსანდრე ჩუბინიძე, მხატვარი და სამხატვრო აკადემიის პროფესორი გურამ დოლენჯაშვილი, ბიზნეს ადმინისტირების სპეციალისტი, მარკეტოლოგი და შატო მუხრანის თანამშრომელი თამარ ბუაძე, "რეგიონული კინოს ასოციაციის" ხელმძღვანელი თორნიკე ადამაშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი ვაჩე ჩინჩალაძე, ცხენოსნობის მწვრთნელი მამუკა მახარაძე, ინჟინერ-გეოლოგი ნუკრი ტატიშვილი, რომელიც ახლა "შატო მუხრანში" შეფმზარეულად მუშაობს და კომუნიკაციების სპეციალისტი თამარ ჭალაგანიძე.

მამუკა ხაზარაძის თქმით, "ლელო" არის ადგილი, სადაც ადამიანები იდეის გარშემო იკრიბებიან და ეს იდეა საქართველოს გამარჯვებაა.

დღის ამბები