27 აპრილი 2024,   06:27
ვრცლად
საქართველოში თამბაქოს ნაწარმი გაძვირდა

სიგარეტზე ისედაც მაღალი ფასი კიდევ უფრო იზრდება. თამბაქოს რამდენიმე სახეობის ღირებულება დაახლოებით 20 თეთრითაა მომატებული.

სიგარეტის რამდენიმე დასახელების გაძვირება, დღეს თამბაქოს რეალიზაციის ადგილებში დაადასტურეს და ისიც აღნიშნეს, რომ ფასის მატებას უახლოეს დღეებში სხვა მიმწოდებლებიც გეგმავენ. 

სიგარეტზე ფასის მატებას თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენლები წლის დასაწყისში გაძვირებულ აქციზს უკავშირებენ. ამბობენ, რომ აქციზის ფასი რადიკალურად 52 %-ით გაეზარდათ. ინდუსტრიაში განმარტავენ, რომ ერთჯერად-შოკური ეფექტის მქონე - 2 ლარიან მატებას, ეტაპობრივი გაძვირება ამჯობინეს. თამბაქოს ფასის ზრდას კომპანიები წლის ბოლომდე კიდევ პროგნოზირებენ. 

თამბაქოს ინდუსტრიის არგუმენტებს არ იზიარებენ "თამბაქოს კონტროლის ალიანსში". ორგანიზაციის ხელმღვანელი სიგარეტის გაძვირებას კომპანიების მოგებას უკავშირებს.
გიორგი ბახტურიძის განცხადებით, ინდუსტრია თამბაქოს ფასს პერიოდულად უმატებს და ამით საკუთარ მოგებას ზრდის. ალიანსში არც არალეგალური ვაჭრობის არგუმენტებია მისაღები.

2019 წლის იანვრიდან ანუ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ თამბაქოზე ფასი უკვე მესამედ გაიზარდა. აქციზის გაძვირების გარდა, 2018 წლის ბოლოს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც 1 იანვრიდან ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გასამმაგდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიები სახელმწიფოს კოლოფის საბაზრო ღირებულების 10%-ის ნაცვლად ს 30%-ის უხდიან.

სავარაუდოდ, წლის ბოლოს სგადასახადო კოდექსში კიდევ ერთი ცვლილება შევა. თუ დღეს მოქმედი რეგულაციით ასაწონი თამბაქო, როგორც ნედლეული არ იბეგრება, ცვილებების ამოქმედების შემდეგ, 1 კილოგრამზე 120 ლარი იქნება გადასახდელი, საწარმოო დანიშნულების შემთხევავში გადასახადი 60 ლარით განისაზღვრება. კანონპროექტი პარლამეტნმა უკვე დაამტკიცა.

 

დღის ამბები