02 მაისი 2024,   14:36
ვრცლად
"გავაგრძელებთ ბრძოლას კანონკური სამართლის მიხედვით" - მეუფე პეტრე ჭყოდიდის ეპარქიას რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ტოვებს

ჭყონდიდის ეპარქიაში 13 წლიანი მღვდელმთავრობის დასასრული - პატრიარქის მძიმე ცოდვაში დადანაშაულებიდან მე-5 დღეს პეტრე ცაავა საეპისკოპოსო რეზიდენციას ტოვებს და თბილისში გამოემგზავრება.

პარალელურად არ წყდება პროტესტი მარტვილში, სადაც ყოფილი მიტროპოლიტის თანამოაზრე არც მრევლი და არც ერთი სასულიერო პირი არ აპირებს დაესწროს წირვას, რომელსაც პეტრე ცაავას შემცვლელი, მეუფე გრიგოლი აღავლენს.

"ვაგრძელებ მღვდელმსახურებას, ვემორჩილები რა თქმა უნდა, განჩინებას, როგორც მეუფე პეტრე, თუმცა სინოდის გადაწყვეტილების იმ ნაწილს ვაპროტესტებთ, რაც უსამართლოდ განაჩინეს. გავაგრძელებთ ბრძოლას კანონკური სამართლის მიხედვით. თუ სად გავაგრძელებ მღვდელმსახურებას, ეს გამოჩნდება, დრო გვიჩვენებს," - განაცხადა ამბროსი აღმსარებლის მონასტრის ყოფილი წინამძღვარმა, მამა ანდრია სარიამ.

დღის ამბები