06 მაისი 2024,   04:08
ვრცლად
"ქართუს" გაყიდვას 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს" - ბიძინა ივანიშვილი

"ქართუს" გაყიდვას 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს" -  "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მზად არის ბანკი "ქართუ" ნომინალურ ფასად გაასხვისოს.

"Entrepreneur Georgia-სთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი მის მიერ დაფუძნებული "ქართუ ბანკის" შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას შექმნის დღიდან სხვა დატვირთვა ჰქონდა. მისი თქმით, ბანკის დაარსების მიზანი მოგების მიღება არ ყოფილა და გათვლილი იყო მხოლოდ იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებულ სუსტ საბანკო სისტემას ხელი შეწყობოდა და მისთვის დახმარება გაეწია.  

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ "ქართუ ბანკს" სხვა ქართული ბანკებისგან განსხვავებით, ჭარბი მოგება არასდროს ჰქონია. 

"ქართუს" გაყიდვასაც 3 წელიწადია ვცდილობ და ერთადერთი პირობა მაქვს – ბანკი არ უნდა დაიხუროს, ბაზარზე არსებულმა ორმა მძლავრმა მოთამაშემ არ შთანთქოს იგი და უნდა იარსებოს მესამე – ძლიერმა ბანკმა. სწორედ ამიტომ ვთქვი უარი "ქართუს" გაყიდვაზე მოგებით და მზად ვარ ბანკი ნომინალურ ფასად, ანუ იმ ფასად გავყიდო, რაც თავდაპირველად შევიტანე კაპიტალში. "ლიბერთი" ბანკმა გამოთქვა შეთავაზებული პირობით "ქართუს" ყიდვის ინტერესი, რაც მისასალმებელია. ეს კარგი იქნება საბანკო სისტემისთვის, რადგან მესამე, მძლავრი ბანკი ქვეყანას სჭირდება," - ამბობს "Entrepreneur Georgia-სთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი. 

დღის ამბები