06 მაისი 2024,   09:36
ვრცლად
ისლამისტი მეამბოხეების თავდასხმა ტაილანდში - წინასწარი ცნობით, დაღუპულია 15 ადამიანი

ისლამისტი მეამბოხეების თავდასხმა ტაილანდში - წინასწარი ცნობით, დაღუპულია 15, ხოლო დაიჭრა 4 ადამიანი. ამბოხებულები იალას პროვინციის ერთ-ერთი სოფლის საგუშაგოს თავს გვიან ღამით დაესხნენ. მათ პოლიციის შესაფერხებლად გზებზე ასაფეთქებლები და ლურსმნები დაყარეს.

ტაილანდში ისლამისტი მეამბოხეების თავდასხმებს 2004 წლიდან დღემდე 7 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები