05 მაისი 2024,   12:12
ვრცლად
მიწის რეგისტრაციის საკითხს უახლოესი სამი წლის განმავლობაში საბოლოოდ გადავწყვეტთ - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მიწის რეგისტრაცია იყო  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლებში მთავრობის წევრებისა და  პარლამენტის დეპუტატების ვიზიტების დროს. 

როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერმა აღნიშნა, იუსტიციის სამინისტრომ დაამუშავა მიწის სპორადული და სისტემური რეგისტრაციის შემდგომი განვითარების საკითხი, რომელსაც ახლა მთავრობა განიხილავს. 

პრემიერის განმარტებით, აღნიშნული საკითხი სამი წლის განმავლობაში სრულად გადაწყდება.

"ინიციატივამ ხელი უნდა შეუწყოს უახლოესი სამი წლის განმავლობაში ამ პრობლემის სრულად მოგვარებას, რაც ერთის მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის, განსაკუთრებით რომლებიც სოფლად ცხოვრობენ და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სოფლად მიწას ფლობენ. მეორეს მხრივ, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, მიწა გახლავთ ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები