20 ნოემბერი 2019,   13:00
ვრცლად
ყველას შეუძლია თავი გამოხატოს ხელოვნებაში ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის - არჩილ თალაკვაძე

ყველას შეუძლია თავი გამოხატოს ხელოვნებაში ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მედიას განუცხადა, რითაც ფილმთან “და ჩვენ ვიცეკვეთ” დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ დღეს “ყველაფერი კარგად ჩაივლის”

“შს სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორია. ეს არის პრევენციული ნაბიჯები იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დაცული იყოს და ჩვენი მოქალაქეების უფლებები არ შეილახოს. მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას კანონი არეგულირებს და რა თქმა უნდა, დღეს დაცული იქნება ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები. ყველას შეუძლია თავი გამოხატოს ხელოვნებაში ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის. ბუნებრივია, სახელმწიფო აქ იქნება ჩვენი მოქალაქეების უფლებების დამცველი”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება, რის გამოც გარკვეული ჯგუფები საპროტესტო აქციებს მართავენ.

დღის ამბები