13 ნოემბერი 2019,   23:45
ვრცლად
"ფილმი რომ დასრულდება, ყველა მშვიდობიანად წავა სახლში“ - სანდრო ბრეგაძე

"ფილმი რომ დასრულდება, ყველა მშვიდობიანად წავა სახლში“ - ამის შესახებ განცხადება სანდრო ბრეგაძემ გააკეთა, რომელიც კინოთეატრ "ამირანთან“ იმყოფება.

ტერიტორიაზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. სანდრო ბრეგაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ შეუშალონ ჟურნალისტებს ხელი საკუთარი საქმიანობის განხორციელებაში.

"ჩვენს მეგობრებს ვთხოვ, რომ ჟურნალისტებს არავითარ შემთხვევაში თავის საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს არავინ და შეურაცხყოფა არ მიაყენოს. ეს არის რბილად ვამბობ, არაკორექტული. ეს გავითვალისწინოთ ყველამ. მე ახლა ამ წუთში ერთ-ერთი მამათმავალი დამესხა თავს, პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ პასუხი არ გავეცი. იმიტომ კი არა, რომ ვერ გავცემდი პასუხს, არ გავეცი, რომ აქ რაიმე არ მომხდარიყო,“ - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.    

დღის ამბები