14 ნოემბერი 2019,   00:59
ვრცლად
კანონდარღვევას უნდა მოჰყვეს რეაგირება, ყველაზე ცუდი შერჩევითი დამოკიდებულებაა - ეკა ბესელია

კინოთეატრ "ამირანთან" განვითარებულ მოვლენებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია  გამოეხმაურა. ბესელიას განცხადებით, ყველა კანონდარღვევას, გამონაკლისის გარეშე რეაგირება უნდა მოჰყვეს.

"ამ ვითარებაში სახელმწიფოს და სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულებაა, ყველა ის ადამიანი, რომელიც თავისი კანონიერი უფლებების რეალიზებას ცდილობს, იყოს დაცული. კანონდარღვევის შემთხვევაში მოხდეს რეაგირება. ყველაზე ცუდი საყურებელი იქნება, თუ იქნება შერჩევითი დამოკიდებულება, ვიღაცამ გადააბიჯა კანონს და იმიტომ, რომ მას უფრო მეტად უწევენ ანგარიშს, რჩება კანონის რეაგირების მიღმა. ეს იქნება ყველაზე ცუდი მაგალითი," - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

შეგახსენებთ, კინოთეატრ "ამირანთან" საზოგადოების ჯგუფი ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას ცდილობს. აქციაზე  რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. 

დღის ამბები