07 დეკემბერი 2019,   15:52
ვრცლად
ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" მოწინააღმდეგე ჯგუფები კინოთეატრებთან საპროტესტო აქციებს დღესაც გეგმავენ

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" ჩვენების წინააღმდეგ გამოსული ძალადობრივი ჯგუფები აქციების გამართვას დღესაც გეგმავენ და გუშინდელი დღის მსგავსად შეკრებას ვერის ბაღში 16:00 საათზე დაიწყებენ, რის შემდეგაც ისინი კინოთეატრებთან გადაინაცვლებენ.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც".

ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი,  მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.

დღის ამბები