27 აპრილი 2024,   06:46
ვრცლად
ჩვენც გვაქვს გამოხატვის უფლება - დაკავებული აქციის მონაწილეების ადვოკატი

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში "ქართული მარშის" აქტივისტები არიან შეკრებილები. სასამართლოში გუშინ კინოთეატრებთან გამართული მასშტაბური ძალადობრივი აქციისას დაკავებული პირების პროცესი მიმდინარეობს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, რამდენიმე აქტივისტის სასამართლო გადაიდო, ამის მიზეზი გუშინ გადაღებული მტკიცებულებების შესწავლის პროცესის მიმდინარეობა გახდა.

დაკავებულების უფლებადამცველის ცირა ჯავახიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციაზე იყვნენ პირები, რომლებმაც პროვოკაციები მოაწყვეს.

"იქ იყვნენ პროვოკატორები შეგზავნილები. ჩვენც გვაქვს გამოხატვის უფლება კონსტიტუციით გარანტირებული, ეს უდაოა, სასამართლოს გადასაწტვეტია რამდენად მიიჩნევა, რომ შვედეთის სახელმწიფომ დააფინანსა  საქართველოს სახელმწიფოს დამამცირებელი პორნო ფილმი,"- ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე,  ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავდა

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლებოდა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა "ქართული მარშიც"

ძალადობრივი საპროტესტო აქციის მიუხედავად ფილმის ჩვენება კინოთეატრებში მაინც შედგა. კინოთეატრებთან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას და პოლიციასთან შეხლა-შემოხლას. დაკავებულია 28 ადამიანი,  მათ შორის 1 სისხლის სამართლის მუხლით.

დაზიანებები მიიღო 13-მა ადამიანმა, მათ შორის არიან პოლიციელებიც.

 

 

 

დღის ამბები