27 აპრილი 2024,   00:07
ვრცლად
"ივანიშვილი ბინძური ლგბტ-ს ლობისტი" - გურამ ფალავანდიშვილი კინოთეატრში ბანერებით მივიდა

"ივანიშვილი ბინძური ლგბტ-ს ლობისტი" - ამ წარწერებით გურამ ფალავანდიშვილი მხარდამჭერებთან ერთად "თბილისი გალერეას" შენობაში ბანერებით მივიდა. ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი ფილმის მიმდინარეობის პერიოდში შენობაში დარჩებიან და კინო სეანსზე მისულ საზოგადოებას ბანერებით დახვდებიან.

"საზოგადოება ზნეობის" წარმომადგენლის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან პარტიასთან ერთად უნდა წავიდეს.

"ვაპირებთ ეს ბანერები გვეჭიროს პირველი და მეორე სეანსის შუაში, რათა მამხილებელი იყოს იმ ხალხის ვინც შიგნით შედის და ამ ამბის მომწყობის მთავრობის და ორგანიზატორების და ასევე გამამხნევებელი ჩვენი ქართველი ერის. ეს ფილმი აკიმს არ გადაუღია ამის ავტორი სცენარისტი და პროდიუსერი არის ივანიშვილი. ბატონმა ლევან ვასაძემ ბრძანა და მე ვეთანხმები მას უფლება აღარ აქვს ბიძინა ივანიშვილს მომავალში დარჩეს ქვეყნის მმართველად გინდ ფორმალურად გინდ არაფორმალურად, უნდა წავიდეს თავის ოცნებიანად და ოცნებაც დაიშლება მასთან ერთად,"- ამბობს ფალავანდიშვილი.

ამ წუთებში საქართველოს კინოთეატრებში ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. ბათუმსა და თბილისის მასშტაბით ყველა კინოთეატრთან მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ლევან აკინის ფილმი გეი პროპაგანდის მატარებელია.

დღის ამბები