06 დეკემბერი 2019,   12:18
ვრცლად
კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხელს ვერ დავადებ - მოკლული ნოდარ ცხადაძის მამა კვიციანის შესაძლო ბრალეულობაზე  

თბილისის ზღვაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმე  - მოკლული ნოდარ ცხადაძის ოჯახის წევრებს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. ცხადაძე ბოლოს მის მეგობართან, დეპუტატ ემზარ კვიციანის ძმისშვილთან ნახეს. ბექა კვიციანს ამ დრომდე ეძებენ. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

"მე არ ვიცი, რა იყო და რა მოხდა. ბავშვობიდან ერთად გაიზარდნენ, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და მე იმას ხელს ვერ დავადებ, რაც არ მინახია, ვერ ვიტყვი იმას, იმან მომიკლა შვილითქო," - ამბობს გარდაცვლილის მამა, ზურაბ ცხადაძე.

დღის ამბები