27 აპრილი 2024,   06:27
ვრცლად
თუ კანონპროექტი ჩავარდა, ეს იქნება ივანიშვილის უკანასკნელი ტყუილი - გოცირიძე

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის შეფასებით, თუ კი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩავარდება, ეს ბიძინა ივანიშვილის უკანასკნელი ტყუილი იქნება.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ კანონპროექტის გასვლის საკითხი ივანიშვილის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

"ჩვენ არაერთხელ გვინახავს და მოგვისმენია ბიძინა ივანიშვილის მრავალმილიარდიანი ტყუილი. მაგრამ ეს ისეთი მასშტაბის ტყუილია, რომელსაც არ აქვს ფულადი განზომილება. წარმოუდგენელია, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით 93-მა ადამიანმა მოაწერა ხელი და ორ თვეში ღირსების გრძნობა გაეღვიძათ და თავისი ხელმოწერა უკან გამოითხოვა ივანიშვილის მითითების გარეშე. არ ხდება ასე, რასაც იტყვის ბიძინა ივანიშვილი მოხდება ისე," - განაცხადა ივანიშვილმა.

დღის ამბები