27 აპრილი 2024,   03:01
ვრცლად
ნიკა მელია - ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაში და როლები გადანაწილებულია

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ფიქრობს, რომ 25 დეპუტატის ერთდროული ამბოხი არ არის ბუნებრივი და განსაკუთრებით "ქართული ოცნების" დეპუტატებისთვის. ნიკა მელიას თქმით, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ახალი თამაში და გეგმაა.

"ეს არის ბიძინა ივანიშვილის თამაში და როლები აქვთ გადანაწილებული, ის არის მოწადინებული და კონკრეტული გეგმა აქვს, როგორ ჩააგდოს ეს ინიციატივა. ჩვენ ამ გეგმას უნდა დავუპირისპიროთ კონტრგეგმა. მშვიდობიანად გამოვიდეთ ძალიან ბევრნი, რომ ბიძინა ივანიშვილი კი არ დავამარცხოთ, არამედ მან ქვეყანა დატოვოს. " განაცხადა ნიკა მელიამ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტში კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მიიღო.

დღის ამბები