27 აპრილი 2024,   00:29
ვრცლად
პარლამენტზე მეტი ლეგიტიმაცია შეიძლება იყოს აქ, რუსთაველზე - გედევან ფოფხაძე საპროტესტო აქციას შეუერთდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, რომელიც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა, დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძეც შეუერთდა. გედევან ფოფხაძის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი ორგანიზებული საპროტესტო ტალღაა, რომელსაც პარლამენტზე მეტი ლეგიტიმაცია ექნება. 

"ჩვენ უნდა შევეგუოთ, რომ ძველი კანონით მოგვიწევს არჩევნებზე გასვლა. რა სისტემითაც არ უნდა მოგვიწიოს არჩევნებზე გასვლა, უნდა უზრუნველვყოთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს დავიცვათ დემოკრატიული საარჩევნო პროცესი და ამისათვის საჭიროა საყოველთაო-სახალხო პროტესტის ორგანიზება, ამის გარეშე დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში აღარ იქნება.

მე მიმაჩნია, რომ თუ მოხდება პროტესტის დიდი სახალხო ორგანიზება, ისეთი ორგანიზაციული სახალხო პროტესტის ფორმის გამონახვა, რომელიც იქნება უფრო ლეგიტიმური, ვიდრე პარლამენტი, პარლამენტზე მეტი ლეგიტიმაცია შეიძლება იყოს აქ, რუსთაველზე. თუ ჩვენ აქ ვიქნებით დიდი რაოდენობით, აქ მივიღებთ გადაწყვეტილებებს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები