27 აპრილი 2024,   04:04
ვრცლად
ქვეყნის ინტერესების და სახელმწიფოებრივი აზროვნების ღალატი - მესამე სექტორი კანონპროექტის ჩაგდებაზე 

არასამთავრობო სექტორი 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებაზე სრულ პასუხისმგებლობას მმართველ პარტიას და მის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, აკისრებს. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა კანონპროექტის ჩაგდებას "უპრეცედენტოდ სამარცხვინო გადაწყვეტილება" უწოდა.

"ეს არის სრულიად მიუღებელი, უპრეცედენტოდ სამარცხვინო გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან, იმ დაპირების არშესრულება, რომელზეც, ფაქტობრივად, მთელი საზოგადოება ვიყავით შეთანხმებულები და ყველანი ველოდით, რომ 2020 წლის არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული წესით. უცებ აღმოჩნდა, რომ ეს ვიღაცის გამო არ მოხდა. დღეს მთლიანი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდება საქართველოში, ეკისრება მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს პირადად. ეს იყო აბსოლუტურად დადგმული ყველაფერი და, რეალურად, არავის არ გვჯეროდა, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს ახლა გაეღვიძათ და პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ,"- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორმა მიხეილ ბენიძემ კანონპროექტის ჩაგდებას ქვეყნის ინტერესების და სახელმწიფოებრივი აზროვნების ღალატი უწოდა. 

"ეს არის პირდაპირი ღალატი ქვეყნის ინტერესების და სახელმწიფოებრივი აზროვნების, იმიტომ, რომ ქართული დემოკრატიული პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020 წლისთვის, ეს იქნებოდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტორი იმისა, რომ ჩვენ გვქონდეს გაცილებით თანასწორი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებას არ ეთმობა მაჟორიტარული სისტემა,"- განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები