27 აპრილი 2024,   05:04
ვრცლად
ქვეყანამ უნდა მოიპოვოს სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, უმრავლესობამ ყველაფერი გააფუჭა - ბურჯანაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყანამ დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მოიპოვოს.

მისი განმარტებით, ხელისუფლებამ დანაპირები არ შეასრულა და ყველაფერი გააფუჭა, პროცესები კი ასე აღარ უნდა გაგრძელდეს.

"ჩემთვის მთავარია, რომ ქვეყანამ მოიპოვოს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ჩვენ, ოცმა პარტიამ, მაშინ ხელი მოვაწერეთ მოთხოვნას და შევაგროვეთ 200 000 ხელმოწერაზე მეტი, რომ ხელისუფლებას გაეგო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროპორციული სისტემის ჩატარება. მივიღეთ ფანტასტიკური შედეგი, რომ ხელისუფლება ამაზე წამოვიდა, თუმცა დღეს, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ყველაფერი გააფუჭა. დღეს ყველანი უნდა მივხვდეთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები