26 აპრილი 2024,   23:31
ვრცლად
ოპოზიციის შეხვედრა "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა დატოვა

"ლეიბორისტების" ოფისში მიმდინარე შეხვედრა, რომელიც პარლამენტში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნასთან დაკავშირებით ოპოზიციის სამოქმედო გეგმას უკავშირდება, "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა გოჩა თევდორაძემ დატოვა. თევდორაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა და აცხადებს, რომ ის "პატრიოტთა ალიანსის" მომავალი აქციის საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად წამოვიდა შეხვედრიდან:

"მე არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ნაწილის მოსაზრებები გაიყო, უბრალოდ, მსჯელობა მიდის პროტესტის ფორმებზე და რა მოვითხოვოთ ხელისუფლებისაგან. ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში გვსურს პროპორციული, სამართლიანი არჩევნები. "პატრიოტთა ალიანსმა" უკვე გამოვაცხადეთ, რომ 17-ში 5 საათზე მიტინგს ვნიშნავთ რესპუბლიკის მოედანზე და მსვლელობას ვმართავთ პარლამენტისკენ. ჩვენი მოთხოვნაა ხელისუფლების გადადგომა და სამართლიანი, პროპორციული არჩევნები. კოორდინაციაში ვრჩებით პოლიტიკურ ძალებთან. ეს შეხვედრა ინფორმაციის გაცვლას ემსახურებოდა. მივიღე ინფორმაცია, მეც მივაწოდე,“- განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

თევდორაძემ შეხვედრაზე გაჟღერებულ რამდენიმე იდეაზეც ისაუბრა. მისი თქმით, არის საუბარი, რომ მოხდეს კანონპროექტის თავიდან ინიცირება, ასევე იყო პლებისციტის და რეფერენდუმის იდეა.

დღის ამბები