27 აპრილი 2024,   05:13
ვრცლად
დატოვებენ თუ არა "კონსერვატორები" უმრავლესობას - ნინო გოგუაძე კონსულტაციებს თამარ ჩუგოშვილთან მართავს

პარლამენტში თამარ ჩუგოშვილის კაბინეტში კონსულტაციები მიმდინარეობს, რომელსაც  ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" წევრი ნინო გოგუაძე შეუერთდა.

როგორც მან   განაცხადა, არ არის გამორიცხული რომ უმრავლესობა "კონსერვატორების" წევრებმაც დატოვონ და გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ.

"გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პარლამენტმა იყო მოულოდნელი, ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კონსერვატორები, ამაზე იქნება ცნობილი შემდგომ,"- განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დღის ამბები