27 აპრილი 2024,   06:59
ვრცლად
"ხელისუფლებამ შექმნა მოცემულობა, რომ მოვლენები შესაძლოა გახდეს არაპროგნოზირებადი" - საიას ხელმძღვანელი

რამდენად არის შესაძლებელი, რომ 2020 წლის არჩევნებამდე დარჩენილ დროში კანონმდებლობა შეიცვალოს და არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს, ამ თემაზე "კურიერთან" ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ ისაუბრა:

"პირველი ნაწილი ეს არის რეალური პოლიტიკური ნება, მეორე თუ მმართველი პარტია დააინიცირებს ამ ცვლილებებს და დაიწყებს, სადღაც თებერვალი-მარტისთვის შესაძლებელი იქნება უკვე კენჭისყრაზე საუბარი, მთელი პროცედურების გავლით და დაცვით. მაგრამ გონივრული მოლოდინი აღარავის აქვს, რომ მმართველი პარტია ამას გააკეთებს. აქ, რომ საუბარი იყოს 1-2 დეპუტატზე გასაგებია, მაგრამ მმართველი პარტია მუშაობს სხვა ფორმით, როგორც ჩანს მისი იდეა იყო, რომ დაძაბულობა განმუხტულიყო და პროპორციულ არჩევნებზე გააკეთა განაცხადი. როცა საქმე მიდგა კენჭისყრაზე, მმართველმა პარტიამ მოატყუა საქართველოს მოსახლეობა, ასევე თავად მმართველი პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილი, ამ ქვეყნის პარტნიორი ქვეყნები. რეალურად შექმნა მოცემულობა, რომ მოვლენები შესაძლოა გახდეს არაპროგნოზირებადი. ჩვენ ყველას გვჭირდებოდა, რომ სწორად, სამართლიანად და მშვიდად მივსულიყავით 2020 წლის არჩევნებამდე და დღეს შეიძლება ეს ყველაფერი შეიძლება იყოს საფრთხის ქვეშ,"- განაცხადა სულხან სალაძემ. მისი თქმით, ადამიანების სიმრავლემ ხელისუფლებას რეალური ძალა უნდა აჩვენოს და ხელისუფლებას ადრე თუ გვიან მოუწევს ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდა. სალაძის თქმით, ამ მოწვევის პარლამენტში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კენჭისყრა იყო, რომლითაც შეიძლება ეამაყათ და "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი პირიქით გააკეთა.

დღის ამბები