26 აპრილი 2024,   22:37
ვრცლად
ნუ გახდებით მოქმედი პარტიის სიცრუის მსხვერპლი - ეკა გიგაური ევროპარლამენტარებს წერილით მიმართავს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ევროპარლამენტარებს მიმართავს. ეკა გიგაურმა დეპუტატებს წერილი გაუგზავნა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნას ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მართული პროცესი უწოდა.

"ამ მღელვარე დროს მოგმართავთ თხოვნით, თვალი ადევნოთ თბილისში მიმდინარე მოვლენებს. ნუ გექნებათ ილუზია და ნუ გახდებით მოქმედი პარტიის სიცრუის მსხვერპლი, თითქოს ეს იყო შიდაპარტიული დემოკრატიის დემონსტრირება. ეს არის ოლიგარქ ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს ხელში ჩაგდების პროცესის გაგრძელება. მას ფსევდო დემოკრატიული პროცესების მეშვეობით სურს მმართველობა გააგრძელოს,"- წერს გიგაური ევროპარლამენტარების მისამართით გაგზავნილ წერილში.​

დღის ამბები