13 დეკემბერი 2019,   19:26
ვრცლად
“ქართული ოცნების“ უმრავლესობა მანამდე ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა - გიგი უგულავა 

პარლამენტის შენობის შესასვლელებზე, ბოქლომების დადების შემდეგ, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ შენობაში უმრავლესობა მანამდე ვერ შევა და მუშაობას ვერ შეძლებს, სანამ მთავრობა არ გადადგება.

მისი თქმით,  პარლამენტის შენობის შესასვლელებთან ადამიანები მორიგეობას დააწესებენ, რათა უმრავლესობის წევრებს შესვლის საშუალება არ მიეცეთ.  

გიგი უგულავა ამბობს, რომ თუ პარლამენტი უმოკლეს ვადაში არ განიხილავს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მსგავსი პროტესტი მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. 

“ქართული ოცნების“ უმრავლესობა მანამდე ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“ - აცხადებს გიგი უგულავა. 

შენობის შესასვლელებთან აქციის მონაწილეებმა გაშალეს კარვებიც. 

დღის ამბები