26 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
მკვლელობა ატენის ქუჩაზე - გარდაცვლილია სამი ადამიანი

მკვლელობა ატენის 20 ნომერში, სავარაუდოდ ახლგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ორი წევრი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მამკაცმა დედა და და მოკლა. 

"კურიერის" ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანის ადგილმდებარეობა მეზობლებს ხელს უშლიდა და მას სახლში მიაკითხეს. მეზობლებს  ბინაში სამი გარდაცვლილი დახვდათ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს და საქმე აღძრულია ორი მუხლით 109-ე, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში ორი, ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას და 236-ე მუხლით, რაც  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

შსს ამ ეტაპზე, "კურიერთან"  დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს.

 

დღის ამბები