26 აპრილი 2024,   12:13
ვრცლად
სანამ უკანონო ბრძანებას შეასრულებთ, ორჯერ დაფიქრდით -აქციის მონაწილე პოლიციელს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ვითარება კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს მიმართავენ, აქცია არ დაარბიონ.

"მშვიდობიან აქციის მონაწილეებს არ დაუპირისპირდეთ, სისხლიან გახარია 2-ად არ გადაიქცეთ. ვიდრე შეასრულებთ უკანონო ბრძანებას, ორჯერ დაფიქრდით. ხელი არ აღმართოთ ამ ახალგაზრდებზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე, თუ მაგრები ხართ დაუპირისპირდით იმ უზურპატორს, ხელისუფლება რომ აქვს მიტაცებული"- მიმართა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პოლიციის თანამშრომელს. 

პოლიციის თანამშრომლები კვლავ იმეორებენ, რომ აუცილებელია აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან მისასვლელი გზა გაათავისუფლონ. 

 

ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე

დღის ამბები