07 დეკემბერი 2019,   04:00
ვრცლად
"აი, ამათ ტრ**ს ეფარება ივანიშვილი" - გიგი უგულავა აქციის დაშლაზე

პარლამენტის წინ, აქციაზე "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ საქართველოში შექმნილი ვითარება "პუტინის რუსეთს" შეადარა. უგულავას განცხადებით, აქციები არ შეწყდება და ბრძოლას გააგრძელებენ.

"აი, ამ სამარცხვინო რამეს, აი ამათ, ბოდიში და ტრ**ს ეფარება ივანიშვილი. გამარჯობა პუტინის ივანიშვილისეულ რუსეთს. პუტინის რუსეთი არის გაუქმებული არჩევნები და დარბეული განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები.

ესენი რას აპირებენ, თორემ ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. ივანიშვილმა გააკეთა რა - ამხელა მარაზმი ჩაიდინა იმისთვის, რომ ბიუროს სხდომა ჩაატარონ ჟურნალისტების გარეშე. პარტიზანულ ბუნკერში ატარებენ. დავპირდით, რომ სანამ უზურპირებული ექნებათ ხელისუფლება, ამის საშუალება არ ექნებათ. სანამ არ დაბრუნდება არჩევნები, არ ექნებათ წყნარი საქმიანობის შესაძლებლობა,"- განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები