27 აპრილი 2024,   07:16
ვრცლად
"ქართული ოცნება" IRI-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებს

მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის არცერთი კვლევა სანდო არ არის და არც "ქართული ოცნების" რეიტინგია საფრთხის ქვეშ.

უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის თქმით, მმართველ პარტიას ჰყავს ამომრჩევლები და სწორედ ამიტომ ლიდერობს.

"ხვალ რომ არჩევნები იყოს გამოკვეთილად ლიდერობს "ქართული ოცნება". უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ კვლევაში ვისაც აზრი არ აქვს დაფიქსირებული, ისინი სწორედ მმართველი პარტიის ამომრჩევლები არიან. თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევაჯამებთ 50% ზე მაღალი შედეგი იდება ამ შემთხვევაშიც," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

თბილისის მერი კახი კალაძე კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს. მისი განცხადებით, 2012 წლამდეც და მის შემდეგაც, ყველა კვლევა რეალობას აცდენილი იყო.

"მე არ მჭირდება არავის კვლევები, ყველაზე უკეთ ვიცი "ქართული ოცნების" მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება," - აღნიშნა კახი კალაძემ.

დღის ამბები