27 აპრილი 2024,   07:26
ვრცლად
აბსოლუტურად არასწორი ინიციატივა - მდინარაძე ხუნდაძის შეთავაზებაზე დისკუსიას გამორიცხავს

ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს, ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების ახალი ინიციატივაზე მსჯელობა,  რომელიც სრულად მაჟორიტარულ არჩევნებზე გადასვლას გულისხმობს, არასწორად მიაჩნია.

"მე მგონია, რომ ძალიან ცხარე დისკუსია იქნება გუნდის შიგნითაც, აბსოლუტურად არასწორი ინიციატივა გახმოვანდა. თუნდაც დისკუსიის გახსნაზე იყო საუბარი. მე ვესაუბრე მაგალითად მიშა ყაველაშვილს. გიდასტურებთ, ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, მაგრამ ამაზე საუბარიც კი, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია. გასაგებია, რომ ყველა საარჩევნო მოდელი არის ლეგიტიმური, თუმცა ახლა ამაზე საუბარი ჩემი აზრით არ შეიძლება," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ე.წ. ამბოხებული მაჟორიტარების ახალი ინიციატივა - საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდების შემდეგ დეპუტატები საარჩევნო სისტემის რადიკალურ ცვლილებაზე ალაპარაკდნენ და სრულად მაჟორიტარულ არჩევნებზე გადასვლას ითხოვენ.

განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მაჟორიტარები ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივას უახლოეს პერიოდში დააყენებენ.

 

დღის ამბები