26 აპრილი 2024,   22:41
ვრცლად
დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის - მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა საქალაქო სასამართლოს ჭიშკარზე ბოქლომის დადება სცადეს

მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა საქალაქო სასამართლოს ჭიშკარზე ბოქლომის დადება სცადეს, რასაც ხმაური მოყვა. აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

საქალაქო სასამართლოსთან მოძრაობა "გაბედეს" წევრები ჯაჭვებით და ბოქლომებით მოვიდნენ. მათ სასამართლოს ერთ-ერთი შესასვლელის ჭიშკარზე ბოქლომის დადება სურდათ. თუმცა ამის საშუალება აქტივისტებს პოლიციამ არ მისცა, რასაც პროტესტის მონაწილეთა უკმაყოფილება  და აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასამართლოში პატიოსანი მოსამართლეები აღარ არიან და ამბობენ, რომ ყველა მსგავსი სახელმწიფო უწყების პიკეტირებას მოახდენენ.

"ბლოკირება ვინ გააკეთა ჩანს. სანამ მე აქ ვიდგები, მანამდე იდგებით თქვენც. ჩემი მიზანი უკვე მიღწეულია, ბლოკირება უკვე მოხდენილია," - ამბობენ აქციის მონაწილეები. 

დღის ამბები