08 დეკემბერი 2019,   06:19
ვრცლად
შეხვედრები ხმაურის ფონზე - რა ვითარებაა ამ დროისთვის "ქართული ოცნების" ოფისთან

"ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც დღეს მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია იმართებოდა, ამ დროისთვის სიმშვიდეა. შენობაში მმართველი გუნდის არც ერთი წევრი აღარ იმყოფება.

ბიძინა ივანიშვილისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრა ხმაურიანი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მოძრაობა "შეცვალეს" წევრები  მოუწოდებდნენ ევროკავშირის ელჩებს მოეხდინათ ზეწოლა ივანიშვილზე, რათა ქვეყანაში ვადამდელი პროპორციული არჩევნები ჩატარებულიყო.

აქციაზე 4 პირი დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღის ამბები