07 დეკემბერი 2019,   18:49
ვრცლად
აშშ-ის კონგრესში მოწმეთა გამოკითხვაზე 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომზე და პუტინის მუქარაზე ისაუბრეს

აშშ-ის კონგრესში გამართულ მოწმეთა გამოკითხვაზე ფიონა ჰილმა საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის შესახებ ისაუბრა. შტატების ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი საკანონმდებლო ორგანოში
ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით იყო მიწვეული. მისი თქმით, პუტინმა საქართველოსა და უკრაინის მიმართ მუქარები შეასრულა.

ფიონა ჰილმა რუსეთის პრეზიდენტსა და მიხეილ სააკაშვილს შორის საუბარიც გაიხსენა. ჰილი აღნიშნავს, რომ 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის რისკის არსებობის შესახებ შტატების მთავრობას აფრთხილებდა.

"დაზვერვის ოფიცერი ვიყავი და ჩვენ სხვადასხვა დოკუმენტით მთავრობის მაღალ წრეებს ვაფრთხილებდით რომ არსებობდა რეალური კონფლიქტის რისკი რუსეთსა და საქართველს შორის და უფრო მეტიც რომ რუსეთი შეიძლება უკრაინას დასხმოდა თავს. 2008 წელს საქართველოს და უკრაინას სურდა ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება და რუსეთი მათ ღიად ემუქრებოდა. საქართველოზე თავდასხმის დროს, პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეს ნათლად უთხრა. მე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან ვიცი ეს ინფორმაცია. რუსეთი 2008 წელს უკრაინასაც ემუქრებოდა და ეს მუქარა 2014 წელს შეასრულა, როდესაც უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დასრულებას შეეცადა,"- განაცხადა ჰილმა.

დღის ამბები