27 აპრილი 2024,   03:10
ვრცლად
ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მიმართვას ავრცელებს

კრემლის მარიონეტული რეჟიმის მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მიმართვას ავრცელებს.

დაკავებული ექიმის ახლობლებისთვის სამწუხაროა ის ფაქტი, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ვერ ახერხებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულებას ცხინვალის ციხეში და მისთვის ამანათის გადაცემას, რომელშიც ძირითადად მედიკამენტებია.

წითელი ჯვარი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში მუშაობს.

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მე-14 დღეა საოკუპაციო რეჟიმს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ჰყავთ დატყვევებული. ვაჟა გაფრინდაშვილი მარიონეტული რეჟიმის ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები