27 აპრილი 2024,   08:53
ვრცლად
ჩატაევის სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

"2 წელი გავიდა ვანოს გარდაცვალებიდან, დღევანდელ დღეს ის სპეცოპერაციაზე იდგა, რათა საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ მოქალაქეები, თანამემამულეები, ბავშვები დაეცვა. ობლები უფალს განსაკუთრებით უყვარს, ივანეს ვაჟკაცობის, გმირობის სახელი ყოველთვის გაგვაძლიერებს, “ - განაცხადა ივანე გოლაშვილის მეუღლემ.

დღის ამბები