27 აპრილი 2024,   01:27
ვრცლად
გუშინ დაკავებული აქტივისტები სასამართლომ გაათავისუფლა, საბოლოო გადაწყვეტილება 25 ნოემბერს გახდება ცნობილი  

თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი დასრულდა.

ისინი სასამართლო დარბაზიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, თუმცა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 25 ნოემბერს დაგეგმილ პროცესზე გამოიტანენ.

დღევანდელ პროცესზე, საკმარისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა და პროცესი 25 ნოემბრამდე გადადო.

შეგახსენებთ, დაკავებულებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ.


დღის ამბები